აშშ-ის შეჩერებული მოლაპარაკებები ფხენიანთან

ამერიკის მთავარი მომლაპარაკებელი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე, ელჩი სტეფან ბოსვორტი ამბობს, რომ შეჩერებული მოლაპარაკებები ახლო მომავალში არ გაგრძელდება.

დღეს ტოკიოში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა დასძინა, რომ უახლოეს მომავალში დიპლომატიური ნაბიჯების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, სანამ ფხენიანი სპეციფიურ და კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, მოლაპარაკებები არ შედგება.

ჩრდილოთ კორეა მოლაპარაკებებას მას შემდეგ გამოეთიშა, რაც გაერომ გასულ წელს მის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა დაგმო. მოგვიანებით გაერომ სწორედ ამ ტესტის გამო ფხენიანზე სანქციები დააწესა.