კლიმატური ცვლილებები პრეზიდენტ ბარაკ ობამას კანადაში ვიზიტის მთავარი თემა იქნება. ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერების სამიტი ოტავაში დღეს იმართება.
კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო და მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო პრეზიდენტ ობამასთან ერთად განცხადებას გააკეთებენ. სამი ქვეყანა პირობას დადებს, რომ 2025 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ელექტრო ენერგიის ნახევარი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით იქნება წარმოებული.
დღეისათვის კონტინენტის ელექტრო ენერგიის მხოლოდ მესამედის წარმოება ხდება ისეთი მეთოდებით, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, და ჰიდრო და ბირთვული ელექტრო სადგურები.