ცნობილი ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ნორა ეფრონი ლეიკემიის გართულებით ნიუ იორკში გარდაიცვალა
71 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ნორა ეფრონი. ქალბატონი ეფრონი ლეიკემიის გართულებით ნიუ იორკში სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა.
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია ისეთი ცნობილი რომანტიული კომედიები, როგორებიცაა "როდესაც ჰარი შეხვდა სალის" და "თქვენთვის წერილია". ის ასევე გახლდათ რეჟისორი ფილმებისა "უძინარნი სიეტლში", სადაც მთავარ როლებს ტომ ჰენქსი და მეგ რაიანი ასრულებენ და "ჯული და ჯულია", მერილ სტრიპით მთავარ როლში. ნორა ეფრონი სცენარისტის კატეგორიაში ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული.