აშშ სანქციებს უწესებს ჩრდილოეთ-კორეიდან კონტროლირებულ ორ ტექნოლოგიურ ფირმას, რომლებიც ჩინეთსა და რუსეთში არიან ბაზირებული. აშშ ამ კომპანიებს ბრალს სდებს არალეგალური თანხების ჩრდილოეთ კორეაში გადაგზავნისთვის.
„ეს ზომა არალეგალური თანხების ჩრდილოეთ კორეაში მოხვედრის აღკვეთას გულისხმობს, ტექნოლოგიური კომპანიების უცხოელი თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც ცრუ იდენტობით, დიდ კომპანიებს ამოფარებულები მოქმედებენ,“- განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივ მნუჩინმა.
სანქციების მიღება იმ დროს მოხდა, როცა აშშ ზეწოლას ზრდის ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაზე კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით.