ჩრდილოეთ კორეა დაარსებიდან 69-ე წლისთავს აღნიშნავს

შაბათს, 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალური ცერემონიებით დაარსებიდან 69 წლისთავი აღნიშნა.

მაშინ, როცა სპეკულაცია იზრდება ფხენიანის მიერ მორიგი ბირთვული ტესტის ჩატარების შესახებ, სამხრეთ კორეის მთავრობის ცნობით, სეული აქტიურ მონიტორინგს უწევს ჩრდილოეთში მიმდინარე მოვლენებს. ბირთვული ტესტის შესაძლებლობა კი სავარაუდოდ, სწორედ ჩრდილოეთ კორეის დაარსების თარიღის აღნიშნვას უნდა უკავშირდებოდეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სამხრეთ კორეის პრემიერმა მდგომარეობას "ძალიან სერიოზული" უწოდა და ბირთვული ტესტის შესახებ გაფრთხილება გააკეთა.

შაბათს საღამოსთვის, არანაირი ბირთვული გამოცდის ნიშნები არ დაფიქსირებულა.