გენერალ-მაიორი მათიაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ თავდაცვის ძალებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა
Your browser doesn’t support HTML5
ღირსეული პარტნიორი 2020, რომელშიც საქართველოს და ნატოს ოთხი ქვეყნის 2700-ზე მეტი სამხედროა ჩართული, ვაზიანის ბაზაზე, ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურის რანგში, პირველად მიმართა გენერალ-მაიორმა მათიაშვილმა, მან ამ თანამდებობაზე გენერალ-ლეიტენანტი ჩაჩიბაია შეცვალა.