ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ორმა მეცნიერმა მიიღო

2015 წლის ნობელის პრემიია ფიზიკის დარგში ტაკააკი კაჯიტამ და არტურ მაკდონალდმა მიიღეს. მეცნიერებმა პრემია მათი ექსპერიმენტებისთვის მიიღეს, რომლებმაც აჩვენა, რომ ნეიტრინოები - სუბატომური ნაწილაკები - იცვლიან თვისებებს და აქვთ მასა.

ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეცნიერების აღმოჩენებმა „შეცვალა ჩვენი წარმოდგენები მატერიის შიდა პროცესებზე და შესაძლოა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს სამყაროს გასაგებად.“

კაჯიტა ტოკიოს უნივერსისტეტის მაკდონალდი კი კანადის ქვინსის უნივერსისტეტის პროფესორია.

გამარჯვებულები გაიყოფენ პრემიას, რომელიც 960,000 დოლარს უტოლდება. ოსლოში 10 დეკემბერს დანიშნულ ცერემონიაზე ორივე მიიღებს დიპლომს და ოქროს მედალს.