ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას 12-დან 16 აპრილამდე გეგმავს

სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო ძალები მზადყოფნაში არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ჩრდილოეთ კორეას რაკეტის გაშვების შემთხვევაში. ჩრდილოეთ კორეაში, ხელისუფლების განცხადებით, რაკეტის გაშვება 12-დან 16 აპრილამდე იგეგემება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. იაპონიის პრემიერ მინისტრმა იოშიჰიკო ნოდამ განაცხადა, რომ იაპონია აუიცილებლად ჩამოაგდებს რაკეტას თუ იგი მისი ქვეყნის ტერიტორიას სულ მცირე მანძილით გადაკვეთს. ანალოგიურ პოზიციაზეა სამხრეთ კორეის ხელისუფლებაც.