ავსტრალიელი სტუდენტი, რომელიც ერთი კვირის წინ ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს, გათავისუფლებულია. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ამის შესახებ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა.
„კარგად ვარ“ - უთხრა ალეკ სიგლიმ ჟურნალისტებს პეკინის აეროპორტში. სიგლის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკი მოგვიანებით ტოკიოში თავის ცოლთან ჩავა.
29 წლის სიგლი 25 ივნისს გაუჩინარდა. ოჯახი მას შემდეგ შეშფოთდა, რაც სიგლიმ სოციალურ მედიაზე პოსტების და ფოტოების ატვირთვა შეწყვიტა. სიგლის გათავისუფლების საკითხს ფხენიანში შვედეთი ხელმძღვანელობა კურირებდა, რადგან კანბერას ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.