ამერიკაში კორონავიუსით გარდაცვალების მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკაში კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვალების მე-9 შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს პანდემიად ჯერ ისევ არ მოიხსენიებს.

გარდაცვალების ყველა შემთხვევა, ჯერჯერობით, მხოლოდ ვაშინგტონის შტატშია დაფიქსირებული. ამჟამად, ამერიკაში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული 15 შტატში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კორონავირუსის გამო საგანგებო ვითარების გამოცხადება ჯერ ნაადრევია.