შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ, გოგონების ძებნაში დასახმარებლად, ნიგერიაში დაზვერვის და სამხედრო ექსპერტები გაგზავნა
შეიარაღებული ისლამური დაჯგუფების, „ბოკო ჰარამის“ მეთაური ამბობს, რომ მათ მიერ გასულ თვეში გატაცებულ გოგონებს არ გაუშვებს, სანამ მის დაპატიმრებულ მებრძოლებს ნიგერიაში არ გაათვისუფლებენ.
ფრანგული ახალი ამბების სააგენტოს მიერ დღეს მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში, აბუბაქარ შეკაუ ამბობს, რომ - მისი სიტყვებით - გოგონები „გაათავისუფლეს“ ისლამზე გადაყვანის გზით.
17 წუთიან ვიდეოში, გაურკვეველ სოფელში 130 გოგონა ჩანს.
„ბოკო ჰარამმა“ ჩრდილო აღმოსავლეთის ქალაქ ჩიბოკიდან დაახლოებით 300 გოგონა გაიტაცა. ზოგიერთი მათგანი მათ გამოექცა, მაგრამ 200-ზე მეტის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია. შეიარაღებული დაჯგუფება დაიმუქრა, რომ გოგონებს ადამიანებით მოვაჭრეთა ბაზარზე გაყიდის.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა კვირას თქვა, რომ შეერთებული „ნიგერიის მთავრობის დასახმარებლად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს.“ სატელევიზიო პროგრამაში საუბრისას ჰეიგელმა ეს იმის გათვალისწინებით თქვა, რომ ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე, გატაცებული გოგონების გადარჩენა უზარმაზარ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ, გოგონების ძებნაში დასახმარებლად, ნიგერიაში დაზვერვის და სამხედრო ექსპერტები გაგზავნა.