გამტაცებელთა მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობი რჩება
ნიგერიის მედია იუწყება, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის მეუღლე, ქალიშვილი და მისი მძღოლი გაიტაცეს. თავდასხმა პარასკევს საღამოს, ნიგერიის სამხრეთში მდებარე ედოს შტატში მგზავრობის დროს მოხდა. ოჯახი შტატის დედაქალაქ, ბენინინსკენ მიემგზავრებოდა, სადაც მოსამართლის ქალიშვილის ქორწინება იგეგმებოდა.
გამტაცებელთა მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობი რჩება. ისინი მოსამართლეს ჯერ არ დაკავშირებიან. ანალოგიური შემთხვევები ნიგერიაში ძირითადად გამოსასყიდის მოთხოვნით ხდება. გასული წლის დეკემბერში გატაცებულთა შორის ქვეყნის ფინანსთა მინისტრის დედა აღმოჩნდა.