ნიგერიაში შეტაკება მოხდა

შეტაკების დროს 14 ციხის თანამშრომელი და 22 პოლიციელი დაიღუპა
ნიგერიის სამხედროები აცხადებენ, რომ სამშაბათს რადიკალური სექტის ბოკო ჰარამის 200 შეიარაღებული წევრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში შეიჭრა და 55 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. დაღუპულებს შორის უმეტესობა პოლიციელები არიან. თავდმასხმელებმა ციხიდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობამ იმატა, რასაც ნიგერიის უსაფრთხოების ძალების მხრიდან რეიდები მოჰყვა. რეიდების დროს უსაფრთხოების თანამშრომლები მოქალაქეთა წინააღმდეგ სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

ოფიციალური განცხადებით, შეტაკების დროს 14 ციხის თანამშრომელი და 22 პოლიციელი დაიღუპა.სამოქალაქო პირთა შორის დაღუპულთაგან სამი მიცრეწლოვანი ბავშვი და ერთი ქალია.