ნიგერიის ქალაქ აბუჯაში ტერორისტული თავდასხმები იგეგმება

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები ნიგერიაში, რომ რადიკალური ისლამური დაჯგუფება ბოკო ჰარამი დედაქალაქ აბუჯაში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს.

ნიგერიაში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით ტერაქტები შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების საელჩოებსა და მათ სიახლოვეს მდებარე სასტუმროებზე განხორციელდეს.

ბოკო ჰარამის მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად ნიგერიაში 2009 წლის შემდეგ 1000- მდე ადამიანი დაიღუპა.