რომის პაპმა დაგმო ნიგერიაში მომხდარი ტერაქტი

რომის პაპმა დაგმო ნიგერიაში მომხდარი ტერაქტი

რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-ემ აბსურდული უწოდა საშობაოდ ნიგერიაში მომხდარ ტერაქტებს, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამ ტერაქტების შედეგად სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხთან გამოსვლისას რომის პაპმა მწუხარება გამოთქვა აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამურმა სექტამ „ბოკო ჰარამმა“ იკისრა. ეს სექტა ნიგერიის ჩრდილოეთ რაიონებში აწყობს ტერაქტებს.