ნიგერიაში 30 აფეთქება მოხდა

ნიგერიაში 30 აფეთქება მოხდა

აფეთქებებთან ერთად კანოში მთელი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა ისმოდა. მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ნიგერიის მთავრობამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კანოში 24 საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სამთავრობო შენობების წინააღმდეგ რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ბოკომ იკისრა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა კანოში გენერალური ინსპექტორის ოფისი საღამოს 5 საათისთვის ააფეთქა. რამდენიმე წუთში ქალაქის ტერიტორიაზე დამატებით რამდენიმე აფეთქება მოხდა. სამიზნეების უმრავლესობა პოლიციის განყოფილებები იყო.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქებების შემდეგ ქალაქი პანიკამ მოიცვა და ხალხი კანოს დატოვებას როგორც ფეხით ასევე ავტომანქანებით ცხილობდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სალუსი რადუის განცხადებით, დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში სულ მცირე 5 აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დღის განმავლობაში ქალაქში სავარაუდოდ 30 ბომბი აფეთქდა. აფეთქებებთან ერთად კანოში მთელი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა ისმოდა. მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.