ნიგერიაში „ასტრაზენეკას“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონზე მეტი დოზა გაანადგურეს. ვაქცინას მოხმარების ვადა გაუვიდა. ვაქცინის საჯაროდ განადგურებით, ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა დაარწმუნოს მოსახელობა, რომ ვადაგასული საშუალება არ გამოიყენება.
ვაქცინების განადგურებას წინ უწძღვოდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადება იმის შესახებ, რომ ქველმოქმედების გზით მიღებული ვაქცინების ნაწილს, გამოყენების ვადა ეწურებოდა. მანამდე, სააგენტო „როიტერი“ 7 დეკემბერს იტყობინებოდა, რომ ნიგერიაში დაახლოებით მილიონ დოზა ვაქცინას, ვადა გაუვიდა იმის გამო, რომ მოსახლოების ნაწილი ვაქცინაციისგან თავს იკავებს.
ასევე ნახეთ: ფაუჩი ამერიკელებს ხალხმრავალი შეკრებისგან თავშეკავებას ურჩევს, რადგან ეს უსაფრთხო არ არისაბუჯას ნაგავსაყრელზე, გამოუყენებელი, ვადაგასული ვაქცინების მარაგის მოსპობას, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჩვენ წარმატებით გავანადგურეთ "ასტრაზენეკას" ვადაგასული ვაქცინის 1,066,214 დოზა. ჩვენ შევასრულეთ დაპირება ნიგერიელების წინაშე, რომ სრულად გამჭვირვალენი ვიქნებით. დღევანდელი განადგურება არის შესაძლებლობა ნიგერიელებისთვის, დარწმუნდნენ და ენდონ ვაქცინაციის ჩვენს პროგრამას", -აცხადებს ფაისალ შუაიბი, ნიგერიის ჯანდაცვის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნიგერია აღარ მიიღებს დახმარების სახით ვაქცინებს, რომლებსაც ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო ექნება დარჩენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, 19 დეკემბრის მონაცემებით, ნიგერიაში კოვიდ-19-ის ვაქცინის 12,971,729 დოზაა გაკეთებული. 200-მილიონიანი მოსახლეობის მქონდე ქვეყნისთვის, ეს ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან, ნიგერიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 227 378 შემთხვევაა აღწერილი.
ასევე ნახეთ: ამერიკამ პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცაჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ნიგერიას დღეში 100 000-ზე მეტი დოზით, ვაქცინაციის სამჯერ გაზრდა სჭირდება იმისთვის, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის, მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი.