სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტების უმეტესობის პრევენცია სავსებით შესაძლებელია
ახალშობილთა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტად შემაშფოთებელია:
სამხრეთ აფრიკაში გამართული კონფერენცია სწორედ ახალშობილთა სიკვდილიანობის პრობლემას და მისი შემცირების გზებს და საშუალებებს მიეძღვნა. სპეციალისტების მიზანია გლობალური მასშტაბით საგანგებო გეგმა შეიმუშავონ, რათა მდგომარეობა როგორმე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
როცა ტყუპები, კელვინი და კენი დაიბადნენ, დედა, ტოკოზანი მკანდავირი 21 წლის იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა მოევლო ახალშობილებისთვის. ტოკოზანი ამბობს, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა. პირველადი ინფორმაციის მოპოვებაში იოჰანესბურგის სამშობიაროს ჯანდაცვის მუშაკები დაეხმარნენ.
„მასწავლეს, როგორ უნდა დამეჭირა, გამომეკვება, თითქმის ყველაფერი, რაც პირველ ეტაპზე იყო საჭირო“ - ყვება ტყუპების დედა.
მსოფლიოში გარდაცვლილი ახალშობილების დიდი უმრავლესობა სწორედ დაბადებიდან პირველ კვირაში იღუპება. სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის დღენაკლულობა, ინფექციები და გართულებები დომინირებს. სპეციალისტების აზრით, სიტუაციის კიდევ უფრო დიდი ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი სიკვდილის თავიდან აცილება ელემენტარული პრევენციული ღონისძიებებით იოლად არის შესაძლებელი.
იგივეს ამტკიცებს ექიმი გარი დარმშტატი „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდიდან“. მისი აზრით, რამდენიმე მარტივი და საკმაოდ იაფი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმით ამ ბავშვების უმეტესი ნაწილი გადარჩება.
“მაგალითად, ძუძუთი კვების პრიორიტეტად დასახვა. აგრეთვე ის, რასაც კანის კანთან სიახლოვეს ვეძახით, ანუ ბავშვის სხეულზე ხშირი მიდება. ეს დედასაც შეუძლია და მამასაც. მეზობელსაც კი. სხეულის სითბო ბავშვს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება და ძუძუთი კვების სტიმულირებასაც იწვევს. ეს ხომ ძალიან მარტივია. ასევე იოლია ხელის ხშირად საპნით დაბანა და სხვა მსგავსი ქმედებები“ - აღნიშნავს ექიმი.
ორგანიზაცია Save the Children (ითარგმნება, როგორც გადავარჩინოთ ბავშვები) წარმომადგენელი, მერი კინი დედებს მოუწოდებს ბავშვები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უფრო „კენგურუს“ ტიპის ჩამოსაცმელებით ატარონ, და არა საბავშვო ეტლით. ამას სპეციალისტები კენგურუს დედობრივი მზრუნველობის მეთოდსაც კი უწოდებენ.
“კენგურუს ტიპის მოვლით ბავშვებისთვის ე.წ. კანის კანთან სიახლოვის შანსი იზრდება. თუ სითბოში ხართ, სულაც არ არის ასეთ დროს საჭირო ბავშვს მაისური ეცვას. დედა მას საკმარისი სითბოთი უზრუნველყოფს“ - აღნიშნავს მერი კინი.
მისი თქმით, ასეთი ტიპის მოვლა იმდენად ეფექტურია, რომ ეს ახალშობილებში ინფექციების, მათი გართულების და შესაბამისად სიკვდილიანობის თითქმის 50 პროცენტით შემცირებას იწვევს. ეს მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე დღენაკლულ ახალშობილთა ინკუბატორში გაზრდა.
იოჰანესბურგში გამართულ კონფერენციას 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და ისინი მსოფლიოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას შეძლებენ. თუმცა, ამ ელემენტარული ნაბიჯების გარდა არის ბევრად უფრო კომპლექსური ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაში მთავრობათა მეტ ჩართულობას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.
- ყოველწლიურად დედამიწაზე საშუალოდ 3 მილიონი ახალშობილი იღუპება
- 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა 40 % დაბადებიდან პირველი 28 დღის განმავლობაში იღუპება
- განვითარებად ქვეყნებში დედათა და ახალშობილთა თითქმის ნახევარს ელემენტარული ჯანდაცვის პირობები არ აქვს
- ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევების 2/3-ის აღკვეთა მშობიარობის და პირველი კვირის განმავლობაში იოლი პრევენციული ღონისძიებებით არის შესაძლებელი