წყვილი საცხოვრებელ ბინაში თვითნაკეთ ბომბებს ამზადებდა
ნიუ იორკის პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელიც საცხოვრებელ ბინაში ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდა.
პოლიციის განცხადებით, 31 წლის არონ გრინს და მისი მეგობარს ქალს 27 წლის მორგან გლიედმანს აღმოუჩინეს შვიდი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ბომბის დასამზადებლად გამოიყენება. მათ ბინაში ასევე ნაპოვნია ასაფეთქებელ საშუალებათა დამზადების სახელმძღვანელო და წიგნი სახელწოდებით "ტერირისტის ენციკლოპედია."
კვირას გრინი სასამართლოში გამოცხადების შემდეგ, პატიმრობაში გირაოს გარეშე აიყვანეს. გლიედმანი, რომელიც მანჰეტენზე ცნობილი ექიმის ქალიშვილია, სასამართლოზე უახლოეს დღეებში წარსდგება.