თეთრი სახლი ტრამპის კამპანიის კრემლთან თანამშრომლობას უარყოფს

გაზეთი “ნიუ-იორკ თაიმსი” იუწყება, რომ დონალდ ტრამპ უმცროსსა და რუს იურისტს შორის შეხვედრის ორგანიზატორმა, ტრამპს ელექტრონული ფოსტით ჯერ კიდევ შეხვედრამდე შეატყობინა, რომ ჰილარი კლინტონის საზიანო ინფორმაციის წყარო რუსეთის მთავრობა იყო.

გაზეთი აცხადებს, რომ მასალას სამ წყაროზე დაფუძნებით აქვეყნებს, რომლებიც ამ მიმოწერაზე ფლობენ ინფორმაციას.

გაზეთი ცნობით, პუბლიცისტ რობ გოლდსტოუნის ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დასამარცხებლად მამამისს ეხმარებოდა.

სტატიიდან ირკვევა, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მაღალჩინოსნებს რუს იურისტ ნატალია ვესელნიტსკაიასთან პირველი კავშირი მას შემდეგ ჰქონდათ, რაც დონალდ ტრამპმა რეპსუბლიკული პარტიის ნომინაცია მოიპოვა. მალევე “ვიკილიქსმა” ჰილარი კლინტონის პირველი იმეილები გაასაჯაროვა.

დონალდ ტრამპ უმცროსის ადვოკატი ალან ფუტერფასი “ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს“. ეს არის აურზაური არაფრის გამო”, ასე შეაფასა ადვოკატმა გამოქვეყნებული მასალა.

გუშინ თეთრმა სახლმა კრემლთან ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის და ტრამპის კაპანიის მენეჯერის პოლ მანაფორტის კავშირებიც უარყო.