ნიუ-იორკში საპროტესტო აქცია იწყება. ქალაქში დღეს მასშტაბურ პროტესტს ელოდებიან. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ. ის ტვიტერზე წერს - "პოლიციამ უნდა შეასრულოს თავის საქმე, მაგრამ თავისი უფლებები ბოროტად არ უნდა გამოიყენონ და არ უნდა დააზარალონ აქციის მონაწილეები"
ენდრიუ კუომო ბუფალოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც პოლიციელებმა 75 წლის მამაკაცზე იძალადეს, მოხუცი თავის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Your browser doesn’t support HTML5
"როცა ეს ვიდეო ვნახე, ძალიან ცუდად გავხდი. სად იყო აქ საფრთხე? როგორ შეგიძლიათ გააგრძელოთ სვლა, როცა ადამიანი ძირს წევს და სისხლი მოსდის თავიდან. ეს ფუნდამენტალურად არაადამიანურია და საშიშია,"- წერს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ტვიტერზე.
ენდრიუ კუომო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ კანონს და იმედს გამოთქვამს, რომ დემონსტრანტები სიმშვიდეს შეინარჩუნებენ.
Your browser doesn’t support HTML5
აქვე, ნიუ-იორკის გუბერნატორი ამბობს, რომ ნიუ-იორკში პოლიციის რეფორმა ჩატარდება. როგორც ენდრიუ კუომო წერს, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას მომდევნო კვირიდან დაუბრუნდება და დაიწყება რეფორმებზე მუშაობა.
ბოლო დღეების განმავლობაში ნიუ-იორკში ასობით დემონსტრანტი დააკავეს. მათ ნაწილს ბრალად მძიმე დანაშაულები ედება, ნაწილი კი საგანგებო მდგომარეობის დროს ქუჩაში ყოფნისთვის არის დაკავებული.
Your browser doesn’t support HTML5