ნიუ იორკი გარნერის ოჯახს 5.9 მილიონს გადაუხდის

ესაუ სნაიპსი, ერიკ გარნერის ცოლი

ქალაქი ნიუ იორკი შარშან დაპატიმრებისას გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცის, ერიკ გარნერის ოჯახს 5.9 მილიონ დოლარს გადაუხდის. შავკანიანი მამაკაცის სიკვდილმა შარშან დიდი მღელვარება და საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო იმედოვნებს, რომ გარნერის სიკვდილიდან წლისთავის მოახლოვებასთან ერთად ეს შეთანხმება საქმეს მშვიდობიანად დაასრულებს.

გარნერის ოჯახმა სასამართლოში სარჩელი 9 თვის წინ შეიტანა და 75 მილიონი დოლარი მოითხოვა. ქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ შეთანხმება ყველა მხარის ინტერესშია.

43 წლის გარნერი დაკავებისას გარდაიცავალა. როცა ქუჩაში არალიცენზირებული სიგარეტის გაყიდვისთვის ის პოლიციამ გაბოჭა. დაპატიმრების დროს გარნერს გული გაუჩერდა და ადგილზე გარდაიცვალა.