ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას განაგრძობს. ქალაქში რამდენიმე წუთის წინ დამატებით 200 სასწრაფო დახმარების მანქანა ჩავიდა. ნიუ-იორკმა ეს დახმარება ფედერალური მთავრობისგან მიიღო.
Your browser doesn’t support HTML5
სასწრაფო მანქანების კოლონა ქალაქში მიჩიგანიდან ჩავიდა, კოლონას ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო დახვდა და მადლობა გადაუხადა პერსონალს. "მადლობა რომ ჩამოხვედით ჩვენს დასახმარებლად ეს ძალიან გვჭირდება ახლა,"- თქვა მერმა ბილ დე ბლასიომ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის ყველაზე მეტი ინფიცირებულია. ქვეყანაში ყველაზე რთული მდგომარეობა შტატ ნიუ-იორკშია. შტატში 100 000 დადასტურებულად ინფიცირებული ადამიანიდან დაახლოებით 16% იღუპება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ-იორკში 2 468 ადამიანია დაღუპული 93 000-მდე კი ინფიცირებული.
დღეს შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ აღნიშნა, რომ შტატში პანდემიასთან ბრძოლა, სავარაუდოდ მთელი ზაფხული გასტანს და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.