ნიუ-იორკში აუცრელი ბავშვებისთვის შეზღუდვები მკაცრდება
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბავშვების აცრა 5 წლიდანაა შესაძლებელი. თუმცა, მშობლების ნაწილი შვილების ვაქცინაციისგან ჯერ მაინც თავს იკავებს. ნიუ-იორკის მერიის გადაწყვეტილებით, აუცრელ ბავშვებს 14 დეკემბრიდან რესტორნებში, კინოთეატრებში, თუ სხვა გასართობ დაწესებულებებში აღარ დაუშვებენ.