2013 წელი მსოფლიოში

სხვადასხვა დედაქალაქებში ახალ წელს ფეიერვერკების შოუთი შეხვდნენ

შეერთებული შტატები ერთერთი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც 2013 წელის დადგომა აღინიშნა. ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა, ტრადიციულად ნიუ-იორკში „თაიმს სქვერზე“ გაიმართა, სადაც შეკრებილი დაახლოებით მილიონი ადამიანი ბროლის დიდი ბურთის დაშვების წამებს ერთხმად ითვლიდა და ასე აცილებდა 2012 წელს. მასშტაბური საზეიმო ფეიერვერკები მოწყო ათენში, მოსკოვში, და ლონდონში. დუბაიში ახალი წლის დადგომას სინათლეების შოუთი შეხვდნენ, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაზე გაიმართა. იტალიაში რომის პაპი ბენედიქტე წმინდა პეტრეს მოედანს ესტუმრა. 2013 წელს პირველად ავსტრალიელები და აზიელები შეხვდნენ. სიდნეიში და ჰონგკონგში მასშტაბური ფეიერვერკების შოუ გაიმართა.