"ისააკს" ახალ ორლეანში ელიან

ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ეს ქარიშხალი მსხვერპლის გარეშე ჩაივლის
ქარიშხალ კატრინას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ახალი ორლეანი ახალი ქარიშხალის დასახვედრად ემზადება.

ქალაქს სამი მხრიდან წყალი აკრავს. 2005 წელს ქარიშხალმა კატრინამ ქალაქი დატბორა და ასობით ადგილობრივი სიცოცხლეს გამოასალმა.

ქარიშხალ "ისააკის" მოსვლის წინ ახალი ორლეანის ქუჩებში სიწყნარეა. დედაქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობა ევაკუირებულია. აღსანიშნავია, რომ ქარიშხლები ლუიზიანას შტატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამიტომაც, ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ეს ქარიშხალიც მსხვერპლის გარეშე ჩაივლის.