ჯაზი ახალ ორლეანში ბრუნდება

ჯაზი ახალ ორლეანში ბრუნდება

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქრიშხალმა კატრინამ დატბორა ახალი ორლეანი. ჯაზისა და ბლუზის მშობლიური ქალაქი სტიქიური უბედურების შემდეგ ნელ ნელა კვლავ ცოცხლდება. ჯაზის მხარდაჭერა და მისი პოპულარიზაცია კი მესაყვირე ირვინ მეიფილდის მთავარი ამოცანა გახდა.

ქარიშხალ კატრინამდე ახალი ორლეანის მამოძრავებელ ძალად ჯაზი ითვლებოდა. ქალაქი ამ ჰანგებით ცოცხლობდა. ახალი ორლეანის სტუმრები ხშირად აკითხავდნენ ცნობილ ბურბონის ქუჩას და იქ როკის , ქანთრისა და სხვა სტილის მუსიკის მოსმენით კმაყოფილდებოდნენ. თუმცა კატრინას ტრაგედიის შემდეგ ტურისტები უფრო მეტად ჯაზით დაინტერესდნენ და რამდენიმე წლის წინ ბურბონის ქუჩაზე ირვინ მეიფილდმა როიალ სონსეტა ოტელში ჯაზის სახლი გახსნა. მეიფილდის განცხადებით ქარიშხალის შემდეგ ქალაქიდან წასული მუსიკოსები ნელ ნელა დაბრუნდნენ ახალ ორლეანში, რამაც ხელი შეუწყო ამ ჟანრის აყვავებას:

- მომხდარი სტიქიური უბედურების გამო თითქმის ყველა მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილი. უკანასკნელ დროს კი შეიმჩნევა მუსიკოსების დაბრუნების ტენდენცია.

- ჩემის აზრით, ახალი ორლეანი მუსიკოსისთვის კვლავ რჩება საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად. აქ შესაძლებლობაა იმისა, რომ იყო სახლში, გქონდეს სამუშაო და შეიმქნა საუკეთესო საცხოვრებელი პირობები.

მე განცვიფრებული ვარ იმით თუ რამდენი ახლი ჯაზის მსმენელი გვყავს. კლუბში თითოეულ მსმენელს ვეპყრობით ისე თითქოს ისინი პირველად ისმენენ ჯაზს. თითოეული მათგანი უნდა გახდეს ჯაზის მცოდნე. მათ უნდა შეიგრძნონ თუ რა არის ნამდვილი ჯაზი.

ირვინ მეიფილდი ყოველი კონცერტის წინ, ან მის შემდეგ, ხანდახან კი მსვლელობის დროსაც კი კლუბის სტუმრებს ესაუბრება.

- ჩვენ ვეკითხებით მათ ,თუ საიდან ჩამოვიდნენ , ხალხიც დიდი ენთუზიაზმით ასახელებენ სხვადასხვა შტატებს , ქალაქებს, ზოგიც ადგილობრივი მოსახლეა , არიან ტურისტებიც, მაგალითად იაპონიიდან.

ირვინ მეინფილდი რომელიც კლუბის მფლობელის გარდა ახალი ორლეანის ელჩია კულტურის საკითხებში, ოპტიმისტურად უყურებს ქალაქის მომავალს. მიუხედავად კატრინას დამანგრეველი ეფექტისა ადგილობრივი მუსიკოსები, ხელოვანები, რესტორნის მზარეულები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქალაქს დაუბრუნდეს ძველი დიდება. და ბოლოს, როგორც მეიფილდი აღნიშნავს:

- ისტორია ნათელყოფს, რომ როდესაც კარგი ადამიანები იკრიბებიან ერთი იდეის გარშემო, წარმატება გარდაუვალია. ქალაქ ორლეანს კი სწორედ მასში მცხოვრები ადამინებით ვაფასებ .