კრისტინა კვიენი, ამერიკის დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილე უკრაინაში, ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა კიევში, ამერიკის საელჩოში.
ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე 2 იანვარს გავრცელდა კვიენმა თქვა, რომ ამერიკის პოლიტიკა უკრაინის მხარდასაჭერად, უვცლელი რჩება.
"ჩვენი საელჩოს გუნდი განაგრძნობს ახლო პარნტიორობას უკრაინის მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მხარს დავუჭერთ რეფორმებს, რომელიც დაეხმარება უკრაინას, რომ ააშენოს მისი წარმატებული ევროპული მომავალი", თქვა კვიენმა მიმართვაში.
კვიენმა უილიამ ტეილორი 2 იანვარს ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი კი თანამდებობას 2019 წლის 18 მაისიდან იკავებდა.
ტეილორი უკრაინელებს 31 დეკემბერს, ვიდეო მიმართვით გამოემშვიდობა და თქვა, რომ ის უკრაინის მომვალის მიმართ "ძალიან ოპტიმისტურადაა" განწყობილი.