ნიდერლანდები კოვიდ-19-ის ტესტის ჩასატარებლად ახალ მეთოდს ნერგავს. ამსტერდამის კლინიკებში ამ კვირაში „სპირონოუზის“ აპარატების დამონტაჟება დაიწყეს, რომლებიც ვირუსზე ტესტს ადამიანის მიერ ამონასუნთქი ჰაერის ანალიზით აკეთებს.
ამონასუნთქ ჰაერში ვირუსის გამოვლენას დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება. ნიდერლანდების ჯანდაცვის ექსპერტები იმედს იტოვებენ, რომ ახალი მეთოდი ტესტირებას დააჩქარებს, უფრო ფართომასშტაბიანს გახდის და ადამიანებისთვის ნაკლებად შემაწუხებელი იქნება.
Your browser doesn’t support HTML5
ამსტერდამის მუნიციპალური ჯანდაცვის სამსახურის უფროსი მაკრიკენ ვან დერ ლუბენი ფიქრობს, რომ „ამ ტესტის გაკეთება ცხვირიდან და ყელიდან ნაცხის აღებას სჯობს. იმედი მაქვს, რომ ამის გამო ადამიანები უფრო ხშირად ეწვევიან ჩვენს კლინიკებს. ასე რომ, ეს კარგი ამბავია.“
სანდო მეთოდად ჩასასუნთქი აპარატი მხოლოდ ნეგატიური ტესტების შემთხვევაში იქნება მიჩნეული. ინფექციის დაფიქსირების შემთხვევაში, ადამიანს PCR ტესტი მაინც ჩაუტარდება იმის გამოსავლენად, გამოიწვია, თუ არა ინფექცია კოვიდ-19-მა.