ორმა მთამსვლელმა, ედმუნდ ჰილარიმ და თენზინგ ნორგეიმ ევერესტის პიკს პირველად 1953 წლის 29 მაისს მიაღწია
ნეპალი ევერესტის დაპყრობის იუბილეს აღნიშნავს. მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი პირველად 60 წლის წინ ახალი ზელანდიის მოქალაქემ, ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა თენზინგ ნორგეიმ დაიპყრეს.
ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საზეიმო აღლუმი გაიმართა. ნეპალელებმა და ქვეყნის სტუმრებმა ჰილარის და ნორგეის ძეგლი ყვავილის გვირგვინებით შეამკეს. ორმა მთამსვლელმა ევერესტის პიკს პირველად 1953 წლის 29 მაისს მიაღწია.
8 850 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დაპყრობა მე-20 საუკუნის მკვლევართა ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება.