რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსები ოპოზიციის ლიდერის - ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავს აღნიშნავენ. რუსეთის პროკურატურამ საქმის გამოძიება ისე დაამთავრა, რომ არ დაუკითხია ჩეჩნეთის ლიდერი და პუტინის მეგობარი რამზან კადიროვი, რომლის უსაფრთხოების ბატალიონის მოადგილეც მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ამის პარალელურად, კადიროვი რუსეთის ოპოზიციის სხვა ლიდერებს ემუქრება, რაზეც სამართალდამცავები აქამდე არ რეაგირებენ.
27 თებერვალს ბორის ნემცოვის მკლვლელობის წლისთავისადმი მიძღვნილი პროცესია ზუსტად იმ გზას გაივლის, რაc ოპოზიციონერმა 2014 წელს, უკრაინაში ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართული აქციისას გაიარა.
ბორის ნემცოვის მკვლელობამ შარშან, მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ მკვლელობის გამოძიება დასრულებულია, მაგრამ დაღუპულის მხარდამჭერებს მთავრობის არ სჯერათ.
“ნემცოვის მკვლელობა გამოძიებული არ არის, მხოლოდ შემსრულებლები არიან გამოვლენილი და არა დამკვეთები, ან ამ დანაშაულის ორგანიზატორები. ყველა კვალს ჩეჩნეთამდე მივყავართ,” ამბობს მიხაილ კასიანოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მკვლელობაში ბრალდებულებთან დაკავშირებული ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ბრალდებულებს მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ კადიროვის დაკითხვა, რომელიც ამავდროულად პუტინის ახლო მოკავშირეა, გამოძიებამ საჭიროდ არ ჩათვალა.
ვლადიმირ კარა-მურზა, “ღია რუსეთის” კოორდინატორი და ნემცოვის მოკავშირე, ამბობს:
“ნავცლად ამისა ვხედავთ, რომ გამოძიებას სურს დაგვარწმუნოს თითქოს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის კრემლის კედლებიდან 200 მეტრში მკვლელობა მძღოლმა დაგეგმა. ეს არის ოფიციალური ვერსია, რომელსაც გამოძება სასამართლო მოსმენებისთვის ამუშავებს.”
ნემცოვის მკვლელობიდან 3 თვეში, კარა-მურზა მოულოდნელად კომაში ჩავარდა. მას სჯერა, რომ ის მოწამლეს და ამის მიზეზად პუტინის წინააღმდეგ გამოსვლებს ასახელებს.
კრემლი ოპოზიციონერების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ მუქარებს უარყოფს, მათ შორისაა კადიროვის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ის ოპოზიციის ლიდერებს სნაიპერებით აშინებს.
“როგორც ჩანს, პუტინის მხარდამჭერები კანონზე მაღლა დგანან. ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც რუსეთში ხდება,” ამბობს კასიანოვი.
მოსკოვის მთვარობამ ოპოიზციას მსვლელობის იმ ხიდზე გამართვის ნებართვა არ მისცა, სადაც 1 წლის წინ ნემცოვი მოკლეს. ამის მიუხედავად, მოხალისეებმა პეტიცია დაწერეს, ხელმოწერები შეაგროვეს და დროებით მემორიალს იცავენ.
“ის არ იყო ტიპიური რუსი პოლიტიკოსი, ის იყო ღია, გამბედავი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი. ამიტომაც მივაგებთ პატივს მის ხსოვნას,” ამბობს პაველ ტოკმანოვი, მოხალისე.
კრემლის მხარდამჭერები ხშირად ანადგურებენ ნემცოვის პორტრეტებს და დროებით მემორიალთან მიტანილ ყვავილებს. მოხალისეები ამბობენ, რომ ზოგჯერ ამ თავდამსხმელებს პოლიციელებიც ეხმარებიან.