გამოფენაზე ნელსონ მანდელას პატიმრობის დროს შექმნილი ესკიზებიც გამოიფინა
Your browser doesn’t support HTML5
წიგნებს შთაგონება შეუძლიათ, იმედს და რეალობიდან გაქცევის მოტივაციას იძლევა, თუმცა უილიამ შექსპირის სახელობის ფოლჯერის ბიბლიოთეკის დარბაზში ხელნაწერების ეგზემპლარები, რომლებიც შეერთებულ შტატებში გამოფენაზე პირველად გამოიტანეს უფრო მეტს იძლევა ვიდრე ზემოთჩამოთვლილი. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სიუზან პრესტო ვაშინგტონიდან საუბრობს იმის შესახებ თუ შექსპირის წიგნი როგორ მოგვითხრობს სამხრეთ აფრიკის ისტორიის და აპარტეიდის რეჟიმის ბრძოლის წინააღმდეგ. ასევე ამ წიგნის მეშვეობით ცოცხლდება რობენის კუნძულზე მდებარე ციხეში მყოფი პირების ცხოვრება, რომელთა შორის ნელსონ მანდელაც იყო.
ვაშინგტონის ფოლჯერის შექსპირის სახელობის ბიბლიოთეკა შექსპირის წიგნების კოლექციას წარმოადგენს, თავის პრეისტორიით, ისე როგორც ეს შინაარსშია მოთხრობილი.
შექსპირის რობენ აილენდი, სწორედ ასე დაარქვეს სამხრეთ აფრიკაში სატუსაღოს, სადაც პოლიტიკური პატიმრები იხდიდნენ სასჯელს, მათ შორის ნელსონ მანდელა, ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორი მაიკლ ვიტმორი.
მაიკლ ვიტმორი: ერთ-ერთ პატიმარს, სონი ვინკატრატმანს შექსპირის წიგნის ასლი ჰქონდა. მან ამ წიგნის ციხის საკანში დატოვება ითხოვა.
ვინკატრატმანი ინდოელი საღვთო ფიგურების გამოსახულებიან ბანქოს იყენებდა იმისათვის, რომ წიგნის ნამდვილი გარეკანი დაეფარა, და ამტკიცებდა რომ საღვთო ტექსტს შეიცავდა.
მაიკლ ვიტმორი: მას წიგნის საკანში დატოვების უფლება მისცეს. და როცა პატიმარი იყო, სხვა პატიმრებსაც სთხოვა, რომ წიგნისთვის მიეხედათ და გამოეცნოთ თუ შექსპირის რომელ გამონათქვამებს იყენებდა ის საუბარში.
ამ პატიმრებს შორის ნელსონ მანდელაც იყო. 1977 წლის 16 დეკემბერს მან წიგნის შესავალ ნაწილში იულიუს კეისარის გამონათქვამი მიაწერა.
მკითხველების კავშირი შექსპირთან ძალიან პერსონალურია, ამბობს ვიტმორი, რომელსაც უჭირს იმის განჭვრეტა, თუ რატომ გააკეთა მანდელამ ასეთი ჩანაწერი.
მაიკლ ვიტმორი: მათ ვინც ეს ნაწილი წაიკითხა, ფიქრობენ რომ ეს სტოიციზმის მაგალითია. ეს ფილოსოფია რენესანსის დროს იყო გავრცელებული. მისი აზრით მანდელამ ეს დააკავშირა იმასთან, რომ ადამიანი არ უნდა იყოს შიშით პარალიზებული. უნდა გამოიყენო შენი გონება და სურვილი აკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია შენთვის და გადალახო შიშები.
ყველა ოცდათოთხმეტივე პატიმარმა, ვინც წიგნი წაიკითხა, მათთვის საინტერესო პასაჟები აღნიშნა და იქვე თავიანთი სახელები მიაწერეს. ორივე, თავად წიგნიც და ავტორის სიტყვებიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ამბობს ვიტმორი.
მაიკლ ვიტმორი: ამ ისტორიის ეს ნაწილი ყველაზე მეტად უყვარს. რაც იმის დასტურია, რომ რაღაც შორეული, დღევანდელი გადასახედიდან ისევ ძალიან განსხვავებული და მნიშვნელოვანია მისთვის. ის გრძნობს თუ რას ნიშნავდა ეს წიგნი მათთვის, და შეიძლება ვიღაცამ დღევანდელ რეალობაშიც გადაფურცლოს წიგნი და თქვას იგივე, ეს არის ის რაც მას მთელი ცხოვრება შეიძლება დაამახსოვრდეს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია მანდელას მიერ ათეული წლის წინ შესრულებული ესკიზები, რომელიც რობენის კუნძულზეა შესრულებული, როდესაც ის 18 წლის იყო. ნახატებში საკნიდან დანახული ეკლესიაც არის, სადაც პატიმრებს არ უშვებდნენ.
გამოფენა ვაშინგტონში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.