აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ უწყების სპიკერი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს. ნედ პრაისი ამბობს, რომ შეთანხმების შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება.
"მივესალმებით 19 აპრილს, საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. ეს არის კეთილსინდისიერების ნიშანი და მნიშვნელოვანი პროგრესი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამდენადვე მნიშვნელოვანი იქნება მისი [შეთანხმების] განხორციელება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, რათა ამ შეთანხმებამ საკუთარ მისწრაფებას მიაღწიოს" - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
ასევე ნახეთ: მიშელი: საჭიროა მხარეების მიერ შეთანხმების განხორციელება19 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილმა, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის მედიაციით შეთანხმებას მიაღწია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.