„მატყუარა, რომელსაც არ შეუძლია არ თქვას ტყუილი,“- ასე აფასებს ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ჟენევაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პუტინი ამბობდა, რომ ალექსეი ნავალნიმ კანონი დაარღვია „იცოდა რა, რომ თუ ჩამოვიდოდა, დაიჭერდნენ, ის განზრახ ჩამოვიდა და დაიჭირეს,“-აღნიშნა პუტინმა და განმარტა, რომ ნავალნი თვეების განმავლობაში „იგნორირებას“ უწევდა სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ მოთხოვნას.
ბაიდენი-პუტინის სამიტის შემდეგ, პუტინის პრესკონფერენციის დროს პუტინს ალექსეი ნავალნის სახელი და გვარი არ უხსენიებდა, თუმცა ის ნავალნის კანონდამრღვევ ადამიანად მოიხსენიებდა.
ასევე ნახეთ: „არ მგონია, რომ მას სურს ცივი ომი ამერიკასთან,“- ჯო ბაიდენივლადიმირ პუტინის განცხადებას ალექსეი ნავალნი საპყრობილიდან გამოეხმაურა. მისი განცხადება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გავრცელდა, სადაც ნავალნი ამბობს, რომ პუტინის განცხადებები სიცრუეა და რუსეთს „მატყუარა“ პრეზიდენტი ჰყავს.
„ის მუდმივად იტყუება. ყოველთვის. მას უბრალოდ არ შეუძლია თქვას სიმართლე. მაშინაც კი იტყუება, როცა იცის, რომ მისი ტყუილი დაუყონებლივ გამოაშკარავდება. მას აქვს ფსიქიატრიული პათოლოგია, რომელიც ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით აქვს მიღებული და იმ უზარმაზარი თანხებით, რომელიც მან მიითვისა,“-წერს ნავალნი და აქვე აღნიშნავს, რომ პუტინის მიერ ჟენევაში გაკეთებული განცხადებები, მისსავე ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებთან მოდის წინააღმდეგობაში.
თუ ნავალნი ციხეში დაიღუპება, ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება“ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს აუცილებლად მიიღონ სექტემბერში დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ნავალნი ამბობს, რომ პუტინის პარტიის კანდიდატის დამარცხება აუცილებელია და ყველა ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე ნახეთ: "ეს კითხვა შეიძლება თარჯიმანმა არ თარგმნა"- პუტინი ნავალნიზე დასმულ შეკითხვაზებაიდენი-პუტინის სამიტზე ჟენევაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ადამიანის უფლებები იყო. შეხვედრაზე პუტინთან ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ალექსეი ნავალნის შესახებ ისაუბრა. ჯო ბაიდენის განცხადებით, მისთვის და ამერიკელი ხალხისთვის ადამიანის უფლებების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. აქვე ბაიდენი აცხადებს, რომ თუ ნავალნი ციხეში გარდაიცვლება „ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება“. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი განსახილველ საკითხებს შორის მუდმივად იქნება.
ალექსეი ნავალნის გუნდის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ გააგრძელონ და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე ალექსეი ნავალნი, საკითხთან მიმართებაში.
მაგ ადამიანმა იცოდა იმ კანონის შესახებ, რაც რუსეთშიც არსებობს. ის გააზრებულად უგულვებელყოფდა გაგზავნილ შეტყობინებებს. წავიდა ქვეყნიდან, როცა ამის უფლება არ ჰქონდარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ლეონიდ ვოლკოვი, რომელიც ნავალნის გუნდის წევრია, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მან ბაიდენი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მედიასაშუალება „ენ პი არს“ ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის“ ციხეში გარდაცვალება. ვოლკოვი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს მიზანმიმართული სანქციების დაწესება.
პუტინმა ჟენევაში პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნავალნიმ რუსეთი განზრახ დატოვა. სინამდვილეში, კი ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით იყო მოწამლული, სპეცრეისით გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
„რა? ანუ მან განზრახ დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ წავიდა? ამის მიზანი ის იყო, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო ოფიცერთან შეხვედრაზე არ მისულიყო? - წერს ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი.
ნავალნი 2021 წლის იანვარში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. სასამართლომ მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევისთვის 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიაში ნავალნი მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. გერმანიის დასკვნით, ის საბჭოთა კავშირში შექმნილი, ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი ბრალს მისი მკვლელობის მცდელობაში კრემლს სდებს. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.