კრემლის ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ეტაპით წაიყვანეს საგამოძიებო იზოლატორიდან, რომელიც ვლადიმირის რეგიონში მდებარეობს. ჯერჯერობით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ახალი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.
ინფორმაციას მისი ადვოკატები ავრცელებენ. მათი თქმით, დღეს ისინი სხვადასხვა საბაბით არ დაუშვეს ნავალნისთან. საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომლებმა კი უარი თქვეს განემარტათ, თუ სად გადაჰყავდათ ნავალნი.
ასევე ნახეთ: შეერთებული შტატები რუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა. ის 2.5 წლით გააგზავნეს საერთო რეჟიმის კოლონიაში.