რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, მოსკოვში მისი სახლის წინ დააკავეს. ნავალნის დაკავება, მოსკოვში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებს უძღვოდა წინ. ნავალნის ცოლმა, მისი ქმრის თხოვნით, ტვიტერზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებდა მოსახლეობას არ შეეცვალათ საპროტესტო გეგმები. ასევე, დღეს დაგეგმილ აქციამდე, ნავალნის ოფისს ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. ამ დროისთვის, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.