სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც ნავალნიმ პირობითი თავისუფლების პირობები დაარღვია
რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ალექსეი ნავალნის სულ ცოტა ორი თვით შიდა პატიმრობა მიუსაჯა.
გამომძიებლების ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც ნავალნიმ პირობითი თავისუფლების პირობები დაარღვია და მისი საქმის გამოძიების განმავლობაში იმოგზაურა.
ნავალნი უკვე იხდიდა 7 დღიან სასჯელს მას შემდეგ, რაც მოსკოვში არა-სანქცირებული დემონსტრაციის დროს ასობით მომიტინგესთან ერთად დააკავეს.
ნავალნისა და მისი ძმა ოლეგის წინააღმდეგ გამოძიება ამჯერად თაღლითობისა და ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხის გათეთრების ბრალდებით მიმდინარეობს.