პაატა გუჯეჯიანის დიდი დღე
Your browser doesn’t support HTML5
ანაპოლისში მდებარე ამერიკის საზღვაო ძალების აკადემია წელს ერთმა ქართველმა სტუდენტმა პაატა გუჯეჯიანმა დაამთავრა. აკადემიაში კიდევ ორი ქართველი სტუდენტი სწავლობს. საზღვაო ფლოტის აკადემიაში მოხვედრა უკიდეურესად კონკურენტული პროცესია როგორც ამერიკელი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო პარტნიორობის შედეგად, ამერიკის სამხედრო აკადემიებში ქართველი ახალგაზრდები ყოველ წელს ირიცხებიან. პაატა გუჯეჯიანს დიპლომი ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცა.