2012 წელს დედამიწაზე მოსახლეობის გადაადგილების მიზეზი არა მარტო სტიქია, არამედ კონფლიქტებიც იყო
Your browser doesn’t support HTML5
2012 წელს დედამიწაზე ბუნებრივი კატასტროფების გამო 32-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი. მათი უმეტესობა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაა, თუმცა შარშან ამერიკელებიც დაზარალდნენ.
კლარ სპარელი შიდა გადაადგილებების მონიტორინგის ცენტრის პრესსამსახურს ხელმძღვანელობს:
„2012 წელს მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების გამო საცხოვრებელი ადგილი 32- მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი ძირითადად წყალდიდობა, ქარიშხალი, ხანძარი და მიწისძვრა გახლდათ.“
სამწუხაროდ, წელს ადგილნაცვალი მოსახლეობის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პლანეტაზე სტიქიების რაოდენობა იზრდება.
ბოლო ხუთი წელია, რაც დედამიწაზე სტიქიური უბედურების ზონებიც მატულობს. მილიონობით ადამიანს სტიქიის გამო ხშირად რამდენჯერმე უწევს ადგილის შეცვლა.
2012 წელს ბუნებრივი კატასტროფებიდან 80 პროცენტი აზიაში მოხდა. ამ მხრივ ყველაზე მასშტაბური ინდოეთის წყალდიდობა იყო. მაშინ აზვირთებულმა მდინარეებმა ნიგერიის და კონგოს დაბლობი ტერიტორიები დატბორეს, რის გამოც დიდი რაოდენობის მოსახლეობამ საცხოვრებელი ადგილები მიატოვა.
სპარელის თქმით, 2012 წელს დედამიწაზე მოსახლეობის გადაადგილების მიზეზი არამარტო სტიქია, არამედ კონფლიქტებიც იყო.
„პაკისტანში და სამხრეთ სუდანში მოსახლეობა შიდა დაპირისპირების გამოც იტანჯება. სტიქიის, საკვების და სიღარიბის გარდა, მათ ძალადობასთანაც უწევთ გამკლავება.“
განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ძირითადად ბუნებრივი კატასტროფების გამო უწევთ. გასულ წელს ქარიშხალ სენდის გამო შეერთებულ შტატებში 900 ათასამდე ადამიანმა მიტოვა საცხოვრებელი ადგილი. ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ 2011 წელს კი იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის და მისგან გამოწვეული ცუნამის გამო.