ვაშინგტონის განცხადების ფონზე, თბილისი ადასტურებს, რომ ნატოს სამიტს დარჩიაშვილი დაესწრება
Your browser doesn’t support HTML5
მას შემდეგ, რაც "ამერიკის ხმამ" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე ამერიკამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოიწვია, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ ივლისში ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩამოვა.