ბენიტესი: ნატომ იაფფასიანი შეკავება უნდა შეწყვიტოს

ვარშავის სამიტზე ნატომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში ოთხი ბატალიონის გაგზავნა, რაც 3-დან 4 ათასამდე ჯარისკაცს გულისხმობს.

ნატომ უნდა შეწყვიტოს იაფფასიანი შეკავება და დაიწყოს პროპორციული რეაგირება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობაში დაეწიოს რუსეთს. რუსეთმა უნდა დაინახოს თუ რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია.
ხორხე ბენიტესი

ამ გადაწყვეტილების ფონზე მნიშვნელოვნად მოიმატა სამხედრო დაძაბულობამ რუსეთსა და ნატოს შორის. მოსკოვმა კალინინგრადში “S-400-ის” ტიპის სარაკეტო სისტემები განალაგა, რომლებსაც მცირედი მოდიფიკაციის შემდეგ ბერლინამდე შეუძლია მიღწევა.

ვაშინგტონში ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთის შეკავებას ცდილობს და ბოლო პერიოდში გაბედულ გადაწყვეტილებებს იღებს, ევროპის დასაცავად ეს საკმარისი მაინც არ არის. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ხორხე ბენიტესი ამბობს, რომ რუსეთის ჯარი ზომით და ტექნიკის რაოდენობით ნატოსას აღემატება.

„შეგვიძლია ერთმანეთს ანალიზში არ დავეთანხმოთ, მაგრამ ფაქტები სახეზეა. რუსეთს ყველა მეზობელთან და ნატოს მოკავშირეებთან რიცხობრივი უპირატესობა აქვს. სწორედ ამის მის გამო, მოსკოვი ცდილობს ალიანსი გათიშოს და ურთიერთობა ცალკეულ ქვეყნებთან დაშინების პოლიტიკით აწარმოოს.“

ჩვენ არ გვჭირდება რუსეთს ჯარისკაცების ან ტექნიკის ერთეულების რაოდენობაში შევეჯიბროთ. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მას ძლიერი ჯარი ეყოლება. აქ მთავარი ის არის, თუ რამდენად შეუძლია ნატოს საჭიროების შემთხვევაში გაერთიანება.
კურტ ვოლკერი

რუსეთის ჯარს ბევრი გამოწვევა აქვს გადასალახი - იქნება ეს სამხედრო მოდერნიზაციის ნაკლებობა, კორუფცია, მართვისა და კონტროლის სისტემაში გაუმართაობა, მოძველებული ტექნიკა თუ სხვა. ბენიტესი ამბობს, რომ ამ გამოწვევების მიუხედავად რუსეთის ჯარი ძლიერდება.

„ისინი ისეთი ძლიერები არ არიან როგორც თვითონ ისურვებდნენ, მაგრამ ის უდავოა, რომ რუსეთის შესაძლებლობები უმჯობესდება ჩეჩნეთის ომების, საქართველოში შეჭრისა და ყირიმსა და დონბასში ჯარის გამოყენების შემდეგ. ისინი უფრო დახვეწილ მეთოდებს და ტაქტიკას იყენებენ. მაგალითად, „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამოყენება მათ არაფერში სჭირდებოდათ, მაგრამ ისინი გამოიყენეს იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები ეჩვენებინათ.“

ბენიტესი ამბობს, რომ „ნატომ უნდა შეწყვიტოს იაფფასიანი შეკავება და დაიწყოს პროპორციული რეაგირება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობაში დაეწიოს რუსეთს. რუსეთმა უნდა დაინახოს თუ რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია.“

Your browser doesn’t support HTML5

არჩევნების შემდგომი შეფასებები


სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე ჯეფრი რათკე ამბობს, რომ ნატოს უდავოდ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მრავალრიცხოვანი ჯარი არ ჰყავს, როგორც რუსეთს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო უწყვეტად აფასებს საკუთა სიძლიერეებსა და სისუსტეებს და შემდეგ ამ სისუსტეების დაძლევას ცდილობს. ალიანსს ხშირად რაღაცა დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. სამწუხაროა, რომ ამჯერად ნატოს მოქმედებისკენ უკრაინაში რუსეთის ანექსიამ უბიძგა,“ აცხადებს რათკე.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთის უპირატესობის გამოცხადება ასე მარტივად არ უნდა მოხდეს. მისი თქმით, ნატოს სიძლიერე ერთობაშია:

„ჩვენ არ გვჭირდება რუსეთს ჯარისკაცების ან ტექნიკის ერთეულების რაოდენობაში შევეჯიბროთ. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მას ძლიერი ჯარი ეყოლება. აქ მთავარი ის არის, თუ რამდენად შეუძლია ნატოს საჭიროების შემთხვევაში გაერთიანება.“

ვოლკერი ასევე დასძენს, რომ „ნატოს წევრების უმრავლესობა რუსეთზე გაცილებით ძლიერია ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონის თვალსაზრისით. ასევე, ნატოს სამხედრო შესაძლებლობები რუსეთის ჩვეულებრივ შეიარაღებას მნიშვნელოვნად აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან საზღვარზე ნატოს ჯარების შეზღუდული რაოდენობაა განლაგებული, დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტზე რუსეთი ძალიან, ძალიან ფრთხილად დაფიქრდება.“

ექსპერტები, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოსკოვში იმის ფიქრი, რომ რუსეთი ნატოზე ძლიერია ისტორიული მასშტაბის შეცდომა იქნება.