ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ ტრამპს ძლიერი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა

ხუთშაბათს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა. მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძლიერი ლიდერობისთვის და ალიანსისადმი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვაზე ხარჯები გაზარდეს და ბოლო წლებში, ამ დამატებითმა თანხამ 100 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მან ასევე თქვა, რომ მოკავშირეები ამ მიმართულების შენარჩუნებას აპირებენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პრეზიდენტს ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, ალ-ბაღდადის წინაღმდეგ ოპერაციის წარმატება მიულოცა.

იენს სტოლტენბერგმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ეს ყველა მოკავშირის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.