ნატოს მორიგი განცხადება რუსეთის შესახებ

იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და მოსკოვს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევით არ მომხდარა. გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება დღეს, ბელგიაში გააკეთა, სადაც მან რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა:

“ჩვენ ვხედავთ, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობებია. რუსეთის მიერ სირიაში სამხედროების განთავსება შეშფოთების საფუძველს იძლევა. რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს მიუღებელია. ამიტომაც გუშინ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გავმართე, ნატოს მოკავშირეებმა თურქეთისადმი ურყევი სოლიდარობა გამოხატეს და დაგმეს რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა. მოვუწოდებ რუსეთს თავი შეიკავოს მოკავშრეებთან დაძაბულობის გამწვავებისგან,” განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მოქმედებები სირიაში წინააღმდეგობაში არ მოვიდეს კოალიციის ძალებთან.