ნატოს სამხედრო კომიტეტი თბილისშია

ნატოს სამხედრო კომიტეტი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება და ალიანსის ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს სამხედრო საკითხებში რეკომენდაციებს აძლევს. კომიტეტს გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დღეს ნატოს კომიტეტის თამჯდომარე საქართველოს კანცელარიაში პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება.
12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის გენერალ კნუდ ბარტელსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსის გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმოადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.