თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

ჯეიმს აპატურაი

ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. ამ პასუხით ის გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგად გზავნილებთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური გადააწყვეტილების მიღება. აპატურაის თქმით, საქართველოს აქვს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი, რათა ალიანსს შეუერთდეს და რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით.