რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინოფმრაციით ესტონეთში ამერიკის გამანადგურებლები განათავსეს. საუბარია F15-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე. ნატომ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერები გადაწყვეტილება გასულ კვირებში მიიღო, რადგან დასავლეთში თვლიან, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. მოსკოვში კი ამბობენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებენ.