ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი ტარდება

ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს და ხვალ ბრიუსელში იკრიბებიან უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების განსახილველად. მათ შორის არის რუსეთის მიერ საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და ტრადიციული რაკეტების შესახებ შეთანხმების სავარაუდო დარღვევა. მინისტრები ასევე განიხილავენ ალიანსის შეკავების და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების ზომებს, და ავღანეთში, კოსოვოსა და ერაყში ნატოს სახმელეთო და საზღვაო მისიების სტრატეგიას.

მინისტერიალის ფარგლებში, გენერალური მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა განიხილეს საქართველოს მისწრაფებები ევროპულ და ევროატლანტიკურ უწყებებში. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.