ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაური თბილისში
Your browser doesn’t support HTML5
ნატოს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაური სერ კლაივ ჯონსთოუნი საქართველოს პირველად ეწვია. ნატოს საზღვაო ძალებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის კომუნიკაციის გაძლიერება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე განსაკუთრებული ფოკუსირება - ასეთი გახლდათ ვიზიტის მთავარი მიზანი. გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურმა თბილისში პრესკონფერენციაც გამართა.