ნატომ თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადა

Turkey Energy

თურქეთი და საბერძნეთი შეთანხმდნენ აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი შემთხვევები იმ დროს, როდესაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ წყლებში, რომელზეც საბერძნეთი პრეტენზიას აცხადებს, თურქეთი დიდ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ატარებს.

ასევე ნახეთ: ანკარასა და ათენს შორის ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსებზე კვლავ უთანხმოებაა

იზრდებოდა ნატოს წევრებს შორის დაპირისპირების შიში და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებამდე, დიპლომატიური ძალისხმევა სიძნელეს განიცდიდა.

სტოლტენბერგის განცხადებაში ნათქვამია: “ბერძენ და თურქ ლიდერებთან მსჯელობების შემდეგ, ორი მოკავშირე დათანხმდა ნატოში ტექნიკური მოლაპარაკებები აწარმოონ, რათა შეიქმნას სამხედრო დეკონფლიქტის მექანიზმები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ინციდენტების და ავარიების რისკი შემცირდეს”.

თურქეთს და საბერძნეთს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი გაზის მარაგების მფლობელობის და საკუთარი კონტინენტური შელფის საზღვრების თაობაზე მკვეთრი უთანხმოება აქვთ.

ასევე ნახეთ: ერდოღანი აცხადებს, რომ მისი საზღვაო ძალები უკან დახევას არ აპირებს

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის დიდი მარაგების აღმოჩენამ, ენერგიის წყაროსთვის დაპირისპირება გააღვივა ორ ისტორიულ მეტოქეს შორის, რომელთა შორისაც ტერიტორიულ საკითხზე უთანხმოება ათწლეულებია გრძელდება.