ავღანეთში ნატო შესაძლო თავდასხმებზე საუბრობს

ავღანეთში განლაგებულმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობამ საჯარო განცხადებაში მეამბოხეთა შესაძლო თავდასხმების შესახებ გააკეთა გაფრთხილება.

გაავრცელა რა 8 პოტენციურ თავდამსხმელთა ვინაობა და მათი ტელეფონის ნომრები, ნატოს მისიამ მოსახლეობას დამატებითი ცნობების მიწოდება თხოვა.

გასულ კვირას „ჰაქანის“ ქსელმა პასუხისმგებლობა აიღო ქაბულში განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელსაც 70 ადამიანი ემსხვერპლა.